La Vie Est Belle Intensement

257

აირჩიე ზომა

La Vie Est Belle Intensement - 30ml
La Vie Est Belle Intensement - 30ml
La Vie Est Belle Intensement - 50ml
La Vie Est Belle Intensement - 50ml

"La vie est belle" ფრანგული გამოთქმა „ცხოვრება მშვენიერია“ ნიშნავს, რომ ყველა თვითონ ირჩევს ბედნიერების საკუთარ გზას.

წარმოგიდგენთ ბედნიერების სურნელის ახალ თავს La vie est belle Intensément - წითელი ზამბახისა და ვანილის გამომწვევი შერწყმა, კლასიკურ სურნელს ყვავილოვანი და თბილი ინტენსივობით ავსებს.

ბენდიერება ყოველი ჩვენგანის ცხოვრებაშია. ენერგიული და ინტენსიური. ცოცხალი და ძლიერი. ის არის აქ და ახლა, ფეთქავს ახალი La vie est belle Intensément სურნელში. ყოველ მომენტში შეიგრძენით ბედნიერება. 

La vie est belle Intensément კომპოზიაცია შედგება ჟასმინის გულის ნოტისგან, რომელიც გაჟღენთილია ზამბახის ნათელი, ვანილის თბილი და სანდალოზის მგრძნობიარე ნოტებით. თბილ არომატს სიკაშკაშეს მატებს ჟოლოსა და ბერგამოტის ნოტები.

თბილი ნათება ახალისებს ღიმილის სიმბოლურ ფლაკონს. ფუქსიას ჟღერადი ფერი და შესაბამისი ფერის ბაფთა მოგვაგონებს აალებულ ნაპერწკლებს, რომელიც ცეცხლს წარმოშობს და ირგვლივ ყველაფერს ათბობს.

არომატი - ყვავილოვანი

ზედა ნოტები: ჟოლოს აკორდი

გულის ნოტები: ჟასმინის აბსოლუ

საბაზისო ნოტები: წითელი ზამბახი, წითელი ვანილი, სანდალოზი

Lancôme - ფრანგული სილამაზის ბრენდი დაარსდა 1935 წელს არმან პეტიჟანის მიერ. Lancôme სახელწოდება შთაგონებული იქნა შატო ლანკოზმის სასახლის ნანგრევებიდან, ხოლო კომპანიის სიმბოლო, ოქროსფერი ვარდი კი - სასახლის ეზოში აყვავებული ვარდებისგან. აღმოაჩინეთ Lancôme-ის საუცხოო, მგრძნობელობით სავსე არომატები, სასიამოვნო ტექსტურის მქონე ეფექტური კანის მოვლის საშუალებები და დეკორატიული კოსმეტიკის მრავალფეროვანი პროდუქტები. Lancôme ეს არის ბრენდი, რომელიც ეხმარება ქალბატონებს ინდივიდუალური სილამაზის გაუმჯობესებაში.

შეფასებები