Essential For Women

100

აირჩიე ზომა

Essential For Women - 30ml
Essential For Women - 30ml
Essential For Women - 50ml
Essential For Women - 50ml

Essential –ის სურნელი გამოხატავს Angel Schlesser–ის სუფთა და დახვეწილი სტილის არსს, რომელიც დროთა განმავლობაში არ იცვლება.

ისევე როგორც Angel Schlesser–ის მოდის სამყაროში, ამ არომატში გადმოცემული მომავლის შინაარსი, წარსული გამოცდილების შედეგია. ტრადიცია, ელეგანტურობა და კლასიკური სტილი, ეს ის ძირითადი და მნიშვნელოვანი ასპექტებია, რომლებიც გათვალისწინებულია ამ თანამედროვე არომატის შექმნისას.

ბერგამოტით გადმოცემული ხმელთაშუაზღვის სიგრილე ხსნის მსუბუქი არომატის სურნელს, ხოლო წითელი მოცხარი სიტკბოთი და სიცოცხლით ავსებს მას.

სურნელის მდიდარი ყვავილოვანი თაიგულის ძირითადი ნოტები თბილი ბულგარული ვარდის აკორდი და დელიკატური ფრეზიაა.

საბაზისო ნოტებში მოთავსებული ვეტივერი ამჟღავნებს ზომიერად კომფორტულ ხასიათს მშრალი, ძლიერი ტონებით და არომატს სიცოცხლეს და სიხალისეს მატებს.

არომატი – ხისებრი. ყვავილოვანი

ზედა ნოტები: ბერგამოტი, მოცხარი, წყლის ხილი

გულის ნოტები: ბულგარული ვარდი, პიონი, ფრეზია, ია

საბაზისო ნოტები: კედარის ხე, ვეტივერი, მუშკი

Angel Schlesser ესპანელი დიზაინერი, რომლის მოდის სახლი დაფუძნებულია მადრიდში. კარიერის დასაწყისში, 1983 წელს იგი მხოლოდ მამაკაცის სამოსის დიზაინერი იყო. იმის შემდეგ რაც, მისი პერანგები ძალზედ პოპულარული ხდება ქალბატონ მომხმარებლების შორის, შლესერი იღებს გადაწყვეტილებას, რომ უპირატესობა ქალბატონების სამოსს მიანიჭოს. მას მრავალი პრესტიჟული ჯილდო აქვს აღებული და ესპანეთში ერთ–ერთი ყველაზე გავლენიანი დიზაინერად ითვლება. Angel Schlesser–ის ელეგანტური ქმნილებები დახვეწილი დეტალებით გამოირჩევა. ყოველი ტანისამოსი ტრადიციული და თანამედროვე სტილის შერწყმის შედეგია და საუკეთესო ქსოვილებისგანაა დამზადებული. Angel Schlesser–ის ელეგანტური და მინიმალისტური სტილი პროდუქციის ფართო სპექტრითაა წარმოდგენილი. ეს კოლექციები გამოირჩევა ხარისხით და დიზაინით, ფუნქციურობით და მიმზიდველობით. Angel Schlesser–ის არომატები მისი ქმნილებების მსგავსად, საუკეთესო ინგრედიენტებისგანაა დამზადებული და ყოველ არომატში გაერთიანებულია ტრადიციები და თანამედროობა.

შეფასებები