Trussardi A Way for Her

95

აირჩიე ზომა

Trussardi A Way for Her - 30ml
Trussardi A Way for Her - 30ml

გზა - ეს არის მოგზაურობა, აღმოჩენა, ცხოვრების, ახალგაზრდობის მეტაფორები... ეს არის ახალი შეგრძნებებისა და თავისუფალი სივრცეების გამოცდილება, ქალისთვის და მამაკაცისთვის, რომლებიც თითქმის სიურეალისტურ გზას მიუყვებიან. Her Way - ვარდისფერი, რომლის შექმნაც ბუნებას ძალუძს. For Him - ცისფერი. ქალი ძლიერი, იდუმალი და მგრძნობიარეა, კაცი კი - მეამბოხე, მიმზიდველი და მეოცნებე. სუნამოები ელეგანტურობასა და ტრუსარდის სახლის ყველა ღირსებას გამოხატავს, ისინი სპეციალურად შექმნილი არომატებია, რომლებიც მგრძნობელობისა და მომხიბვლელობის ესთეტიკას ასხივებენ. მარადიული ახალგაზრდობა და მაცდური მგრძნობელობა ჯადოსნურად ერწყმის კანს.

არომატი - აღმოსავლური ყვავილოვანი ხილის

ზედა ნოტი: ბერგამოტი, თეთრი ჩაი, ატამი

გულის ნოტი: პლუმერია, ტუბეროზა, ჟასმინი

ქვედა ნოტი: ამბრა, ვეტივერი, მუშკი, სანდალი, ვანილი

Trussardi 1911 წელს დააარსა დანტე ტრუსარდიმ. Trussardiმსოფლიოს საკუთარ ცხოვრების სტილს წარმოუდგენს ტანსაცმელისა და აქსესუარების მეშვეობით,ხელნაკეთი იტალიური ნაწარმით, ინოვაციური დიზაინითა და თანამედროვე ელეგანტურობით. ცხოვრების სტილი და ცხოვრება სტილით - ტრუსარდის სამყარო ეს არის ფანჯარა მომავლისკენ დაასევე წარსულის გახსენება. Trussardi-ს სუნამო იტალიური ტრადიციისა და წარმოსახვითი ინოვაციის კომბინაციაა.

შეფასებები