The Black Rose

223

აირჩიე ზომა

The Black Rose - 100ml
The Black Rose - 100ml

მომაჯადოებელ სამხრეთ არაბეთში, ნაყოფიერ, მცენარეებითა და ყვავილებით სავსე ბაღებში მოჰყავთ მშვენიერი ტაიფური ვარდი – უდაოდ უნიკალური, უჩვეულო და ორიგინალური სურნელით. ეს ყვავილი, ასევე ცნობილი, როგორც „დაბლობის ვარდი“ და „მეფეების ვარდი“ Trussardi The Black Rose -ის ძირითადი ინგრედიენტია. არომატი აღვიძებს იდუმალებითა და მომხიბვლელობით სავსე ახლო აღმოსავლეთის ზღაპრებს, რომლის მგრძნობელობით სავსე ისტორიები აღწევს გონებაში და იპყრობს აზრებს.

The Black Rose–ის კომპოზიციის გულში მოთავსებულია ამოუცნობი ტაიფური ვარდი, საოცარი სილამაზის ყვავილი უნიკალური სურნელით, რომელიც კომბინირებულია ქარვისა და მუშკის ნოტებით. გულის ნოტებს წინ უძღვება ზედა გამამხნევებელი ნოტები – ვარდისფერი წიწაკა, ერთდროულად დელიკატური და ამაღელვებელი, ნაზი და განსხვავებული. ეს კომბინაცია ქმნის მგრძნობიარე და ელეგანტურ ხასიათს, რომელსაც არომატი ხანრძლივად ინარჩუნებს საბაზისო ნოტების, ფაჩულისა და ვანილის ფონზე. ამ ორი ძლიერი ესენციის გარკვეულ თანმიმდევრობას სირბილეს დამამშვიდებელი ბალზამის ნოტი მატებს.

არომატი – შიპრისებრი, ყვავილოვანი

ზედა ნოტები: ვარდისფერი წიწაკა

გულის ნოტები: ქარვა, ტაიფური ვარდი, მუშკი

საბაზისო ნოტები: პაჩული, მადაგასკარის ვანილი, მისტიური ბალზამი

Trussardi 1911 წელს დააარსა დანტე ტრუსარდიმ. Trussardiმსოფლიოს საკუთარ ცხოვრების სტილს წარმოუდგენს ტანსაცმელისა და აქსესუარების მეშვეობით,ხელნაკეთი იტალიური ნაწარმით, ინოვაციური დიზაინითა და თანამედროვე ელეგანტურობით. ცხოვრების სტილი და ცხოვრება სტილით - ტრუსარდის სამყარო ეს არის ფანჯარა მომავლისკენ დაასევე წარსულის გახსენება. Trussardi-ს სუნამო იტალიური ტრადიციისა და წარმოსახვითი ინოვაციის კომბინაციაა.

შეფასებები