Dange-Rose

151

აირჩიე ზომა

მგრძნობელობა, რომანტიზმი და მიმზიდველობა. ძალა, გრძნობები და იდეალები. სიმამაცე და საფრთხე. ვარდი, როგორც ბუნებრივი სილამაზის სიმბოლო, მგრძნობელობისა და ვნების ყვავილია, ამავდროულად დელიკატური და ძლიერია. Blumarine Dange-Rose - დაფარული, საშიში ურთიერთობების თანამედროვე გამოსახულებაა, რომელიც გრძნობებსა და გონებას შორის ყალიბდება, ქალის ყოველდღიურობაში რათა მას შეუნარჩუნდეს უნიკალურობა და სწრაფვა წარმატებისკენ თანამედროვე საზოგადოებაში. Dange-Rose – ეს არის არომატი ქალბატონებისთვის, ვინც ცდილობს საკუთარი კვალი დატოვოს ამ სამყაროში, იგი მზადაა ეპიკურად გარდაქმნას იდეა, სადაც ცდუნება არ ეწინააღმდეგება რომანტიკულობას, ხოლო მგრძნობელობა გრძნობებს. ეს არ არის სენტიმენტალურობის საწინააღმდეგო გრძნობა, ხოლო სიძლიერე ვერ შენიღბავს რბილ ხასიათს. Dange-Rose - თანამედროვე ქალბატონის არომატია, რომლის მიზანი არ არის გამარჯვების მოპოვება მხოლოდ საკუთარი თავისთვის, არამედ ძლიერ ქალად ჩამოყალიბების სურვილი, რომელიც არ ერიდება სიხარულის ცრემლებს და იცინის წარუმატებლობის მიუხედავად, რომელსაც მას სამყარო უგზავნის. მან იცის, თუ როგორ უნდა უყვარდეს თავისი მეორე ნახევარი, რადგან იცის თუ როგორ უნდა გამოასწოროს და წარმართოს მისი ფასეულობები.

არომატი - ყვავილოვანი, ხისებრი, არომატიკული

ზედა ნოტები: ბაზილიკის ყვავილი, ვარდისფერი წიწაკა, ნაში მსხალი

გულის ნოტები: ვერსალის ვარდი, ფრეზია, მაგნოლია

საბაზისო ნოტები: ხის ნოტი, პაჩული, თეთრი ქარვა

Bluemarine-ისწარმატებული მოდის სახლი დაარსდა 1977 წელს. Bluemarine ცნობილია შიფონის ბუმბულებიან ქმნილებებით, მდიდრული ყვავილოვანიპრინტებითა და რომანტიკულისტილით. Bluemarine სუნამოები აღძრავს საუცხოო ნოსტალგიასა და მომავლის გეგმებს, ელეგანტურობას, ჭეშშმარიტ ქალურობას, ორიგინალურობასა და სურვილს, რომ ყოველთვის იყო ის, ვინც ხარ.

შეფასებები