Jaipur Bouquet

288

აირჩიე ზომა

Jaipur Bouquet - 100ml
Jaipur Bouquet - 100ml

Jaïpur Bouquet-ის არომატის კომპოზიცია ბრწყინვალე ყვავილების სურნელის დემონსტრაციაა, ყვავილების, რომლებიც ფარავენ რაჯასტანის ლანდშაფტს. სინათლის სხივის მსგავსად, მანგოს ფოთლის მწვანე, ხილისებრი სურნელით ხაზგასმული - გრეიფრუტი და ციტრონი - ხსნიან სურნელს. გულის ნოტებში მოთავსებული ჟასმინის, ზამბახის და ვარდის ფურცლები ქმნიან დელიკატურ, ქალურ აკორდს და ასხივებენ სიცოცხლეს, სიამოვნებას და თავისუფლებას. სუნამოს სული უკვდაყოფილია რბილი და ხავერდოვანი ქაშმირის და სანდალის ხის ნოტებით, რომლის შლეიფს აძლიერებს ფაჩულის ესენცია.

არომატი - ყვავილოვანი, ხის

ზედა ნოტები: გრეიფრუტის ზეთი, მანგოს ფოთოლი, ციტრონის ზეთი

გულის ნოტები: სამბაკის ჟასმინის აბსოლუ, ზამბახის აბსოლუ, ვარდი

საბაზისო ნოტები: ქაშმირის ხე, სანდალის ხე, ფაჩულის ზეთი

ერთ-ერთი ულამაზესი ლეგენდა ფრანგულ საიუველირო ნაკეთობებზე ფრედერიკ ბუშერონს ეკუთვნის, რომელსაც 155 წელზე მეტი ხნის უკან ჩაეყარა საფუძველი ჯერ პალე როიალის ქარვასლებში 1858 წელს, ხოლო შემდგომ კი - ვანდომის მოედანზე 1893 წელს. გულის ცემა მატულობს აღელვებისაგან, როდესაც სამკაულების ზარდახშა იხსნება და თვალწინ ექსტრაორდინალური ქმნილებები და ქვები იშლება. პირველმა იუველირმა როგორც კი გახსნა მაღაზია ვანდომის მოედანზე, ბუშერონის სახლი იმ დღიდანვე გახდა ლეგენდის ნაწილი. კატალოგიდან დაწყებული საკულტო ბეჭდით „Quatre”-თი დამთავრებული ფრანგ იუველირს მხოლოდ ერთადერთი მიზანი ჰქონდა: ქება შეესხა ქალურობისთვის, ელეგანტურობისა და თანამედროვეობისათვის.

შეფასებები