La Collection Vanille De Zanzibar

589

აირჩიე ზომა

La Collection Vanille De Zanzibar - 125ml
La Collection Vanille De Zanzibar - 125ml

იქ, სადაც ცა ხვდება ზღვას, ზანზიბარი, აფრიკის ველური მარგალიტი, გვთავაზობს რეალური სამყაროდან გემოვნებიან და სურნელოვან ხილვებში გაქცევას. არომატებითა და სანელებლებით, აგრეთვე ვანილით მდიდარი კუნძული იწვევს თავბრუსხვევას და დამოკიდებულებას.

მომაჯადოებელი ვანილი აფრქვევს ჰარმონიულ, ღრმა და მხურვალე სურნელს. მზესავით მანათობელი ძვირფასი ქვის – ციტრინის მსგავსად.

აღმოსავლური ვანილის ვნებიანი და მიმზიდველი სურნელი.

მანდარინის პიკანტური ნოტების ფეთქებადი ხასიათი ახალისებს ჟასმინის ფურცლების ელეგანტურ სურნელს და გამოკვეთს ეთერული ყვავილის მომხიბვლელობას.  წვნიანი მსხლის ნოტი არომატის ზედა ნოტებს მატებს თანამედროვეობას და მრავალფეროვნებას.

მომაჯადოებელი და ამაღელვებელი, ვანილის მდიდარი სურნელი არომატის გულის ნოტების წამყვანი ნოტია. ამ ნოტის აღმოსავლური ხასიათი და მგრძნობელობა კომბინირებულია ქარვისა და პერუს ბალზამის ნოტებით, რომლებიც ათავისუფლებენ ვანილის ბუნებრივ ძალას. ჰელიოტროპის კრემოვანი აქცენტები მიმზიდველ გულის ნოტებს მატებენ მეტ სირბილეს.

თეთრი მუშკის მომხიბვლელი სურნელი ვნებიანად გარშემოეხვევა ამ ეგზოტიკურ სილამაზეს და ტოვებს შეუდარებელ შლეიფს. არომატს ინტენსიურ და დამოურჩილებელ ხასიათს უნარჩუნებს ხის ნოტები. რბილი სანდალის ხისა და თბილი ფაჩულის აკორდი სუნამოს კომპოზიციას მატებენ ქარიზმატულობას.

 

ერთ-ერთი ულამაზესი ლეგენდა ფრანგულ საიუველირო ნაკეთობებზე ფრედერიკ ბუშერონს ეკუთვნის, რომელსაც 155 წელზე მეტი ხნის უკან ჩაეყარა საფუძველი ჯერ პალე როიალის ქარვასლებში 1858 წელს, ხოლო შემდგომ კი - ვანდომის მოედანზე 1893 წელს. გულის ცემა მატულობს აღელვებისაგან, როდესაც სამკაულების ზარდახშა იხსნება და თვალწინ ექსტრაორდინალური ქმნილებები და ქვები იშლება. პირველმა იუველირმა როგორც კი გახსნა მაღაზია ვანდომის მოედანზე, ბუშერონის სახლი იმ დღიდანვე გახდა ლეგენდის ნაწილი. კატალოგიდან დაწყებული საკულტო ბეჭდით „Quatre”-თი დამთავრებული ფრანგ იუველირს მხოლოდ ერთადერთი მიზანი ჰქონდა: ქება შეესხა ქალურობისთვის, ელეგანტურობისა და თანამედროვეობისათვის.

შეფასებები