La Collection Ambre D'Alexandrie

589

აირჩიე ზომა

La Collection Ambre D'Alexandrie - 125ml
La Collection Ambre D'Alexandrie - 125ml

ალექსანდრია, ანტიკური ეგვიპტური ქალაქი, რომელმაც ბევრი შესძინა ანტიკურ სამყაროს კულტურის და ხელოვნების სფეროში და გაამდიდრა მინერალების მრავალფეროვნებით. ქარვა – ხასიათდება მრავალი დადიბითი თვისებით და სამკაულს მატებს ჯადოსნურ, მისტიკურ ელფერს. 

ექვსი არომატის კოლექციიდან AMBREს  კომპოზიცია დაფუძნებულია უნიკალურ ჰარმონიულ ბაზაზე, ეს არის ინგრედიენტებისა და ძლიერი ხასიათის კომბინაცია, ისეთივე ძვირფასი როგორც სანელებლები და საკმეველი, რომლებიც იმ პერიოდში ალექსანდრიაში მოიპოვებოდა.

ძვირფასი და კლასიკური აღმოსავლური ქარვის სურნელი.

ერთდროულად არომატულიც და ვნებიანიც, ვანილისა და ბენზოინის ნოტების დუეტი გვთავაზობს მოულოდნელ, მისტიკურ და მომაჯადოებელ ჟღერადობას.

საკმელას ნოტი გამოკვეთს ქარვის აკორდში ტყავის აქცენტებს.

არომატის ბაზა დაფუძნებულია ამბრისა და მუშკის ნოტებზე, რომლებიც ტოვებენ მხოლოდ ამ სუნამოსთვის დამახასიათებელ შლეიფს.

ერთ-ერთი ულამაზესი ლეგენდა ფრანგულ საიუველირო ნაკეთობებზე ფრედერიკ ბუშერონს ეკუთვნის, რომელსაც 155 წელზე მეტი ხნის უკან ჩაეყარა საფუძველი ჯერ პალე როიალის ქარვასლებში 1858 წელს, ხოლო შემდგომ კი - ვანდომის მოედანზე 1893 წელს. გულის ცემა მატულობს აღელვებისაგან, როდესაც სამკაულების ზარდახშა იხსნება და თვალწინ ექსტრაორდინალური ქმნილებები და ქვები იშლება. პირველმა იუველირმა როგორც კი გახსნა მაღაზია ვანდომის მოედანზე, ბუშერონის სახლი იმ დღიდანვე გახდა ლეგენდის ნაწილი. კატალოგიდან დაწყებული საკულტო ბეჭდით „Quatre”-თი დამთავრებული ფრანგ იუველირს მხოლოდ ერთადერთი მიზანი ჰქონდა: ქება შეესხა ქალურობისთვის, ელეგანტურობისა და თანამედროვეობისათვის.

შეფასებები