Boucheron For Men

233

აირჩიე ზომა

Boucheron For Men - 100ml
Boucheron For Men - 100ml

Boucheron, ხანგრძლივი მამაკაცურობა

პირველი დიდი წარმატების შემდეგ, მამაკაცის ბუშერონის სუნამო გაყიდვაში ჩაეშვა 1989 წელს. თუ ქალური ელემენტი შთაგონებული იყო ძვირფასი საიუველირო ქმნილებებით, მამაკაცური ვერსია გაიგივდა მაღალი ხარისხის საათის წარმოებასთან. სუნამო წარმოდგენილია  განიერი, ორნამენტებით გაწყობილი ფლაკონით, რომლის ინსპირაციაც სწორედ მოდის სახლის საკულტო საათები გახდა.

არომატი -ხისებრი ციტრუსოვანი

ზედა ნოტი:ბერგამოტი, ვერბენა

გულის ნოტი:ქინძი

ქვედა ნოტი:პაჩული, სანდალის ხე

ერთ-ერთი ულამაზესი ლეგენდა ფრანგულ საიუველირო ნაკეთობებზე ფრედერიკ ბუშერონს ეკუთვნის, რომელსაც 155 წელზე მეტი ხნის უკან ჩაეყარა საფუძველი ჯერ პალე როიალის ქარვასლებში 1858 წელს, ხოლო შემდგომ კი - ვანდომის მოედანზე 1893 წელს. გულის ცემა მატულობს აღელვებისაგან, როდესაც სამკაულების ზარდახშა იხსნება და თვალწინ ექსტრაორდინალური ქმნილებები და ქვები იშლება. პირველმა იუველირმა როგორც კი გახსნა მაღაზია ვანდომის მოედანზე, ბუშერონის სახლი იმ დღიდანვე გახდა ლეგენდის ნაწილი. კატალოგიდან დაწყებული საკულტო ბეჭდით „Quatre”-თი დამთავრებული ფრანგ იუველირს მხოლოდ ერთადერთი მიზანი ჰქონდა: ქება შეესხა ქალურობისთვის, ელეგანტურობისა და თანამედროვეობისათვის.

შეფასებები