Boucheron Fleurs

307

აირჩიე ზომა

Boucheron Fleurs - 100ml
Boucheron Fleurs - 100ml

BOUCHERON Fleurs “მეტად გამჭვირვალე, თანამედროვე, ხალისიანი და ამავდროულად ძვირფასი ყვავილოვანი სურნელი“. ქალურობის ახალი გამოხატულება, ყოველთვის მოძრაობაში, ჰაეროვანი და მგრძნობიარე, BOUCHERON Fleurs ფორთოხლის ყვავილს სრულიად ორიგინალურად წარმოგვიდგენს.

ზედა ნოტებში მსხლის წვენით ნაზად შეზავებული მწარე მანდარინისა და ლიმნის კომბინაცია ააშკარავებს თავის პიკანტურობას. უმაღლესი ხარისხის ციტრუსის ესენციები ქმნიან მდგრად, კაშკაშა სურნელს და შთაბეჭდავ გამოცდილებას გვპირდებიან.

მიმზიდველ გულში პლუმერიას მხურვალე ფურცლებთან შეზავებული სუფთა და მოელვარე ფორთოხლის ყვავილი ავლენს თავის მგრძნობელობას. პეტალია - დახვეწილი აკორდი ყვავილოვანი, ხილის და ვარდის აქცენტებით, თეთრ ყვავილებს ხალისითა და სინათლით ავსებს.

ძვირფასი საბაზისო ნოტები ვანილი და ბენზოინი ტოვებენ ძვირფას ხელწერას.

არომატი - ყვავილოვანი, ხის, მუშკის

ზედა ნოტები: მანდარინი

გულის ნოტები: პლუმერია

საბაზისო ნოტები: ბენზოინი

ერთ-ერთი ულამაზესი ლეგენდა ფრანგულ საიუველირო ნაკეთობებზე ფრედერიკ ბუშერონს ეკუთვნის, რომელსაც 155 წელზე მეტი ხნის უკან ჩაეყარა საფუძველი ჯერ პალე როიალის ქარვასლებში 1858 წელს, ხოლო შემდგომ კი - ვანდომის მოედანზე 1893 წელს. გულის ცემა მატულობს აღელვებისაგან, როდესაც სამკაულების ზარდახშა იხსნება და თვალწინ ექსტრაორდინალური ქმნილებები და ქვები იშლება. პირველმა იუველირმა როგორც კი გახსნა მაღაზია ვანდომის მოედანზე, ბუშერონის სახლი იმ დღიდანვე გახდა ლეგენდის ნაწილი. კატალოგიდან დაწყებული საკულტო ბეჭდით „Quatre”-თი დამთავრებული ფრანგ იუველირს მხოლოდ ერთადერთი მიზანი ჰქონდა: ქება შეესხა ქალურობისთვის, ელეგანტურობისა და თანამედროვეობისათვის.

შეფასებები