Pop

172

აირჩიე ზომა

Pop - 30ml
Pop - 30ml
Pop - 50ml
Pop - 50ml
Pop - 100ml
Pop - 100ml

POP-ი კაშკაშა და თანამედროვეა. მის უნიკალურ სურნელში გაერთიანებულია ტუბეროზას ნაზი ყვავილოვანი და სანდალის ხის თბილი ნოტები.

POP-ი ტუბეროზას სურნელის რე-ინტერპრეტირებაა, ამ ყვავილის ნოტზე არჩევანი შეჩერდა მისი უნიკალური, თამამი სურნელიდან გამომდინარე, იგი არომატის კომპოზიციაში გამოკვეთს ნათელ, ხალისიან და ყვავილოვან ხასიათს. ახლად აღმოჩენილი ვიბრაცია დაბალანსებულია სანდალის ხის ნოტით; მოულოდნელი კომბინაციის შედეგი უდავოდ ქალური სურნელია.

Stella McCartney POP თამამი და ავთენტური არომატია. იგი ქმნის ავთენტურ წრეს სადაც ყოველ ქალბატონს შეუძლია იყოს შემოქმედი, ეძიოს შთაგონება და არ დაკარგოს საკუთარი მე, ამავდროულად არ უნდა ეშინოდეს სოციალური ნორმების. POP-ი იდეალური არომატია უფლებამოსილი ახალგაზრდა ქალბატონებისათვის.

არომატი - ყვავილოვანი

ნოტები:

ტუბეროზა, სანდალის ხე

Stella McCartney - დიზაინერმა პირველი სუნამო STELLA 2003 წელს გამოუშვა. სტელა მაკარტნიმ შექმნა სუნამოს მოდური კოლექციები, რომელიც კონტრასტებსა და წინააღმდეგობებზე თამაშს განასახიერებს. სტელა მაკარტნიმ ქალურობას შეჰმატა სიმკაცრე, სინაზეს - სიხისტე, ვინტაჟს - თანამედროვე სტილი, სექსუალურობას - მგრძნობელობა, ხოლო გახსნილობას - მოხერხებულობა.

შეფასებები