Boss Ma Vie

140

აირჩიე ზომა

Boss Ma Vie - 75ml
Boss Ma Vie - 75ml

Boss Ma Vie -ის ქალბატონი არის წარმატებული, საკუთარ თავში დარწმუნებული, დამოუკიდებელი და ამავდროულად ქალური. არომატი შთაგონებულია ქალის დამოუკიდებელი სულით, როცა ის გადაყწვეტს თავი დააღწიოს ყოველდღიურობას და განიტვირთოს. სწორედ მაშინ არის ის განსაკუთრებულად მომხიბვლელი, ასხივებს ქალურობას და თავდაჯერებულობას, სიმსუბუქესა და დამოუკიდებლობას. არომატის თაიგული გრილი, მსუბუქი და უნიკალურია. იგი ნოტების მიხედვით შედგება სამი ნაწილისაგან: თანამედროვეობა, ქალურობა და თავდაჯერებულობა. პირველი ნოტები იშლება კაქტუსის ყვავილის აკორდით და განსაზღვრავს თანამედროვეობას. გულის ნოტებში ვარდისფერი ფრეზია, ჟასმინის ფურცლები და ვარდის კოკრები გამოხატავენ ქალურობას. ხის ნოტებისა და კედარის ხის ინტენსიური სითბო ქმნის სუნამოს საბაზისო ნოტებს და თავდაჯერებულობას ჰმატებს მას.

Hugo Boss იმისთვისაა შექმნილი, რათა შთააგონოს და ძალა შესძინოს მამაკაცებსა და ქალბატონებს, გააცნობიერონ თავიანთი პოტენციალი წარმატების მისაღწევად. Hugo Boss ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მოდური ბრენდია მსოფლიოში. BOSS – Hugo boss-ის ძირითადი ბრენდი თანამედროვე მომხიბვლელობისა და მოკრძალებული სიმდიდრისთვისაა. HUGO ყოველთვის ერთი ნაბიჯით უსწრებს დროს. იგი წარმოადგენს შემოქმედი ინდივიდებისპროგრესულ სტილს. BOSS Orange - ყოველდღიური, უდარდელი და თანამედროვე - განასახიერებს თანამედროვე ქალაქური ცხოვრების სტილს.

შეფასებები