The Black Rose

Trussardi The Black Rose უერთდება Trussardi Amber Oud – ს და ასრულებს ხაზს, რომელშიც გადმოცემულია ახლო აღმოსავლეთში მოგზაურობის ოცნების იდეა. Amber Oud – ის მსგავსად, რომელიც აღწერს მხურვალე უდაბნოს შუაგულში ოქროს ქვიშების დიუნებში გავლას, The Black Rose სურნელი გვიმხელს მაღალი ვაკეების საიდუმლოს, რომლებიც იცავენ  იშვიათ ყვავილებს და ნერგებს. ტაიფური ვარდი, The Black Rose–ის კომპოზიციაში, ქარვისა და უდის ნოტების მსგავსად Amber Oud–ის არომატში გამოკვეთს ელეგანტურობას და მგრძნობელობას.

„ტაიფში ბოლო მოგზაურობისას აღმოვაჩინე მისი ვარდების საოცარი სურნელი. სუფთა და მიმზიდველი ენერგიის კომბინაციის წყალობით, უდაბნოს ოაზისების დანახვისას შესაძლებელია ჭეშმარიტი სიამოვნების განცდა.“ – ამბობს პიერ კონსტანტინ გუეროსი, არომატის პარფიუმერი.

trussardi_001

გუეროსმა, ტაიფური ვარდის შეუდარებელი სილამაზით განცვიფრებულმა, შექმნა არომატი Trussardi –ის სამყაროსთვის დამახასიათებელი ელეგანტური და მგრძნობიარე მახასიათებლებით. ესენციას უნიკალურ ხასიათს მატებენ ვარდისფერი წიწაკის, ქარვის, მუშკის, ფაჩულის, ვანილისა და მისტიური ბალზამის ნოტები. სუნამოს კომპოზიცია აღძრავს მაცდუნებელ და იდუმალებით სავსე გრძნობებს, რომელიც შეგიძლიათ ახლო აღმოსავლეთში მოგზაურობისას განიცადოთ, რასაც გვთავაზობს მისი განსხვავებული ბუნება, ლანდშაფტი და მირაჟები.

The Black Rose–ის კომპოზიციის გულში მოთავსებულია ამოუცნობი ტაიფური ვარდი, საოცარი სილამაზის ყვავილი უნიკალური სურნელით, რომელიც კომბინირებულია ქარვისა და მუშკის ნოტებით. გულის ნოტებს წინ უძღვება ზედა გამამხნევებელი ნოტები – ვარდისფერი წიწაკა, ერთდროულად დელიკატური და ამაღელვებელი, ნაზი და განსხვავებული. ეს კომბინაცია ქმნის მგრძნობიარე და ელეგანტურ ხასიათს, რომელსაც არომატი ხანრძლივად ინარჩუნებს საბაზისო ნოტების, ფაჩულისა და ვანილის ფონზე. ამ ორი ძლიერი ესენციის გარკვეულ თანმიმდევრობას სირბილეს დამამშვიდებელი ბალზამის ნოტი მატებს.