Bracken Woman

Amouage-ის ახალი დახვეწილი ქმნილება, ნათელი და უშფოთველი მწვანე ყავავილოვანი სურნელი; Bracken Woman. სუნამოს შექმნილია Amouage-ის კრეატიული დირექტორის კრისტოფერ ჩონგის მიერ. Bracken Woman-ის შთაგონების წყარო „ზაფხულის სიყვარულის“ თავბრუდამხვევი და უშფოთველი სიამოვნებაა და 1960იანი წლების ბოჰემური ჰიპის სულისკვეთებით ხასიათდება.

amouage_003

ეს არის თავისუფლების, მისტიციზმის, სიყვარულისა და მშვიდობის მიმზიდველი პერიოდის მოგონება. Bracken Woman ააშკარავებს საოცარ სურნელს იის ფოთლებისა და ჰალბანუმის მწვანე ნოტების ჯადოსნური დუეტის, გვიმრისა და ველური კენკრის აქცენტების მეშვეობით, რომლის სურნელი მიგვყვება არომატის მგრძნობიარე გულის ნოტებამდე – ლილია, ნარცისი, გვირილა და ტყავი. თავბრუდამხვევ საბაზისო ნოტებში მაცდური ხისებრი ბაზის ფონზე სასიამოვნოდ ჟღერს ფაჩული, ვეტივერი და არყის ხე და გამოკვეთოს ზაფხულის დღეების უშფოთველობას და ტყეში ვარსკვლავებით მოჭედილი ცის მისტიკურ სილამაზეს.