Figment For Woman

არომატი გამოხატავს ჩონგის წარმოსახვით შთაგონებულ ილუზორულ სილამაზეს. Figment–ი, ხელოვნების სურნელოვანი ნიმუში განადიდებს ჰაეროვან საოცრებას, რომელიც სიზმრების სამეფოშია დაფარული. “Figment – ჩემი სილამაზის აღქმის გამოხატულებაა. ეს არ არის ფანტაზია, ან რეალობა, ეს არის ოლფაქტორული ჰოლოგრამა, რომელიც შედგება მშვენიერი ცხოვრების ფრაგმენტებისგან“ – ამბობს  Amouage–ის  კრეატიული დირექტორი. „ ეს არომატი ჩემს წარმოსახვაში არაჩვეულებრივი ოპერის მსგავსად გამომჟღავნდა, რომელსაც ანტიკური ემალირებული ოპერის სათვალეების საშუალებით დროსა და სივრცეში ათვალიერებ. Figment –ი ჩემთვის, აბრეშუმის ყვავილებით ნაქარგ გაფორმებულ სცენაზე ცოცხლდება, რომელიც საბოლოოდ დელიკატურ და ღვთაებრივ ბაღად გარდაიქმნება.“

amouage_001

Figment – Amouage–ის კრეატიული დირექტორის, კრისტოფერ ჩონგის მხატვრული ძიებების მეორე ციკლი და „ცხოვრების პორტრეტების“ ძლიერ ნალოდინევი მესამე თავია.

Figment For Woman –ის სურნელში იშლება პოეტურად ნაქარგი ბაღის მაგნეტიზმი და ბრწყინვალება. ზედა ნოტები იხსნება გარდენიას მწვანე ტონებით დამშვენებული,  სიჩუანის წიწაკისა და ზაფრანას პიკანტური აქცენტებით.

ნათელ გულში, ტუბეროზას ნოტს ამშვენებს სამბაკის ჟასმინის, ფორთოხლის ყვავილის, ლისილანგის და კასიას მგრძნობიარე ნოტები.

ამ დიდებულ და გრაციოზულ კომპოზიციას ასრულებს პაპირუსისა და ფაჩულის  თბილი ნოტები.